ადრესანტების თვალით დანახული გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე: ალექსანდრე გვენცაძე (1904-1993)
საკვანძო სიტყვები:
ალექსანდრე გვენცაძეანოტაცია
სტატიაში განხილულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ღვაწლმოსილი პედაგოგის, მეცნიერისა და მოქალაქის – ალექსანდრე გვენცაძის არქივში დაცული მისადმი გამოგზავნილი მისი კოლეგების, ცნობილი ფილოლოგების, პროფესორების, მწერლების, საზოგადო მოღვაწეების პირადი წერილები.
ალექსანდრე გვენცაძისადმი მიძღვნილ წერილებსა და თანამედროვეთა – მისი ყოფილი სტუდენტების, თანამშრომლების, პედაგოგიური თუ სამეცნიერო ინტელიგენციის, კულტურისა და საზოგადოებრვი ცხოვრების თითქმის ყველა დარგის მუშაკების, მეგობრების, თაყვანისმცემლების, თანაქალაქელების უამრავ მოგონებაზე დაყრდნობით, სტატიაში წარმოჩენილია ალექსანდრე გვენცაძის პიროვნული თვისებები და მისი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის უაღრესად საინტერესო ფაქტები.
ადრესანტების პირადი წერილებიდან და თანამედროვეთა მოგონებებიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ თავდაუზოგავად, უანგაროდ იხარჯებოდა მოქალაქეობის მაღალი ღირსებით შემკული ალექსანდრე გვენცაძე მხოლოდ ინსტიტუტში კი არა, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში და როგორი მუხლჩაუხრელი მსახური იყო სათაყვანო დედაენისა.
მისი ეპისტოლური მემკვიდრეობის შესწავლა არ იფარგლება მხოლოდ ჩვენ მიერ წარმოდგენილი ნაშრომით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გარდა ოჯახის წევრებისადმი გამოგზვნილი წერილებისა, ვერ მოვიძიეთ ალექსანდრე გვენცაძის მიერ გაგზავნილი პირადი ბარათები რომლებიც, ვფიქრობთ, მრავლად იქნება დაცული მისი ადრესატების არქივებში.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .