წმ. გრიგოლ ხაძთელის ცხოვრებაში მოხსენიებული კვირიკეწმიდის ლოკალიზაციის გარკვევის საკითხი ჩითახევის ეკლესიის (მწვანე მონასტერი) ანტეფიქსის წარწერის მიხედვით

ავტორები

  • თამაზ გოგოლაძე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კავკასიის უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

მწვანე მონასტერი, ჩითახევი, კვირიკეწმინდა, გრიგოლ ხანძთელი

ანოტაცია

ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებული მისი ერთ-ერთ მოწაფის ქრისტეფორეს მიერ დაარსებული კვირიკეწმიდის ლოკალიზაციის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდა. ქართული ნარატიული წყაროების მონაცემების გათვალისწინებით მეცნიერთა ერთი ნაწილი მას სოფელ საყუნეთთან მდებარე ნასოფლარ კვირიკესთან აიგივებს, მეორე ნაწილი ჩითახევის ცნობილ ეკლესიასთან აიგივებს, მესამე ნაწილი სოფელ ახალდაბის ახლოს მდებარე ფოთოლეთის ეკლესიასთან, ხოლო მეოთხე ნაწილი კი სოფელ ქვაბისხევის პირდაპირ მდებარე კვირიკეწმიდის სახელით ცნობილ სამონასტრო კომპლექსთან. ჩვენ ჩითახევის ანტეფიქსის წარწერისა და ფოთოლეთის ეკლესიის ნაკაწრის წარწერების შესწავლის შედეგად გამოვრიცხეთ ჩითახევისა და ფოთოლეთის ეკლესიების გაიგივება გრიგოლ ხანცთელის მოწაფის - ქრისტეფორეს მიერ დაარსებულ კვირიკეწმიდასთან. გარდა ამისა, მხედველობაში მივიღეთ ქართული ნარატიული წყაროების მონაცემები კვირიკეწმიდის სამონასტრო კომპლექსის შესახებ. წყაროებისა და ეპიგრაფიკული მასალის ურთიერშეჯერების შედეგად გადავჭერით „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსნიებული კვირიკეწმიდის ლოკალიზაციის საკითხი და მას მყარი არგუმენტების საფუძველზე ქვაბისხევის პირდაპირ მდებარე „კვირიკეწმიდის“ სახელით ცნობილ სამონასტრო კომპლექსთან ვაიგივებთ. აქედან გამომდინარე, სამონასტრო კომპლექსის აგების ქრონოლოგიას IX საუკუნის 40-იანი წლებით განვსაზღვრავთ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-07-07

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კატეგორიები