ერასტიანიზმი საქართველოში და მისი ბედი ქრისტიანული აღმოსავლეთის კონტექსტში

ავტორები

  • David Tinikashvili კავკასიის უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ერასტიანიზმი, ცეზაროპაპიზმი, საქართველოს ისტორია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ანოტაცია

უძველესი დროიდან მოყოლებული საკრალურისა და პროფანულის, სულიერისა და მიწიერის ურთიერთმიმართება მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ადამიანურ საზოგადოებაში. ერასტიანიზმი ქრისტიანობამდელი სამყაროს ტრადიცია იყო, რაც რელიგიური სფეროს სეკულარული ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებას გულისხმობდა. ამგვარი მოდელი ეფუძნებოდა იდეას, რომ საერო მმართველს უფრო მეტი წონა და მნიშვნელობა ჰქონდა. ამ მიზეზით სწორედ მას უნდა შეეთავსებინა რელიგიური ფუნქციებიც. ეს ტრადიცია საკმაოდ ძლიერი იყო ისეთ ქრისტიანულ იმპერიებში, როგორებიცაა ბიზანტია და რუსეთი მიუხედავად იმისა, რომ თავად ქრისტიანული რელიგიის დამფუძნებელი მკაფიოდ აცხადებდა, რომ კეისარს ეკუთვნოდა მხოლოდ კეისრისეული, ხოლო ღმერთს კი ღვთისა. ამრიგად, რელიგიურისა და სეკულარულის მკაცრი გამიჯვნა ქრისტიანობის საწყისშივეა მოცემული.

ერასტიანიზმს თავისი გამოვლინებები ქართულ რეალობაშიც ჰქონდა, რომელიც ძალზედ სპეციფიური და ერთობ თავისებური ხასიათით გამოირჩეოდა. ბიზანტიისა და რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი საერო მმართველების დომინაციის შინაარსი უფრო ზომიერი, ლმობიერი და ეკლესიის ბუნებისთვის, მისი დოქტრინალური მემკვიდრეობისთვის არადამაზიანებელი იყო. მაგ., არცერთ ქართველ საერო ხელისუფალს არ დაუწერია თეოლოგიური ტრაქტატი ერეტიკოსების წინააღმდეგ, არ უწოდებია საკუთარი თავისთვის ეკლესიის „გარე ეპისკოპოსი“ და არ განუცხადებია: „რაც მე მსურს, ის არის საეკლესიო კანონი“. ქართველი მონარქები ეკლესიასთან ურთიერთობაში ქრისტიანული მგრძნობელობის შეძლებისდაგვარად შენარჩუნებას ცდილობდნენ და თითქმის არასდროს ერეოდნენ ეკლესიის შიდა საქმეებში ისეთივე რიგორიზმითა და რელიგიური არაკომპეტენტურობით, როგორც ზოგიერთი ცნობილი ბიზანტიელი და რუსი იმპერატორი, როდესაც ოდენ სეკულარული ცნობიერების საფუძველზე უნდა გადაწყვეტილიყო უმნიშვნელოვანესი რელიგიური საკითხები. მოხსენებაში სწორედ ასეთი კომპარატიული მიდგომით წარმოდგენილი და გაანალიზებული იქნება აღნიშნული საკითხი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-07-07

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კატეგორიები