ციხე-საპყრობილეები იმპერიულ რუსეთში (XIX-XX საუკუნეების მიჯნა)
ანოტაცია
თანამედროვე რუსული ისტორიოგრაფია აქტიურად ცდილობს, რომ ნათელ ფერებში წარმოაჩინოს, XIX-XX საუკუნეებში, რუსეთის იმპერიის ციხეებში არსებული მდგომარეობა. რუსი ავტორები ხაზს უსვამენ სინამდვილეში მხოლოდ თეორიულად პოზოტიტიურ საკანონმდებლო ცვლილებებს და მიზანმიმართულად უგულებელყოფენ რეალურ ვითარებას. ბუნებრივია, რეალობა მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო.
საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოქცევის ფაქტის გათვალისწინებით, ამ საკითხის განხილვა მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიის გასააზრებლადაც. სტატიაში ავტორი ცდილობს წარმოადგინოს ციხეებში არსებული რთული რეალობა და ნათელი მოჰფინოს იმ რთულ გარემოებებს, რომლებსაც აწყდებოდნენ პატიმრები. სტატია წარმოადგენს ერთგვარ შესავალ ნაწილს ყოვლისმომცველი კვლევისა, რომლის მიზანია საქართველოს ციხეებში არსებული რეალობის საფუძვლიანად შესწავლა და ფართო საზოგადოებისათვის მისი გაცნობა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .