რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)  და ქართული იდენტობა

ავტორები

  • Ketevan Mania ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

რუსეთ-სამალეთის ომი, ქართული იდენტობა, კავკასია, საქართველო, ბეჭდური მედია

ანოტაცია

გამოკვლევაში გაანალიზებულია რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878 წწ) ომი მნიშვნელობა ქართული იდენტობის ისტორიისათვის ბეჭდური მედია-მასალების მიხედვით. საკითხის ანალიზი წარმოჩენილია საზოგადოებრივ აღქმებზე და ღირებულებებზე დაკვირვებით, ნაჩვენებია ქართველთა დამოკიდებულება რუსეთ-ოსმალეთის ომისადმი: რამ განაპირობა ომში საქართველოს ჩართულობა. იმპერიის შემადგენლობაში ყოფნამ თუ ქართველობა ომში მონაწილეობას აღიქვამდა ტერიტორიული იდენტობის შენარჩუნების გზად ან ქართველთა მონაწილეობა ხომ არ იყო რელიგიური ერთობით განპირობებული.

რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომი რუსეთის იმპერიის ფარგლებში ქართული ტერიტორიების შემოერთებით დასრულდა. მართალია, იმპერიათა შორის დანაწილებულ საქართველოს ერთიანობის შემაფერხებელ ფაქტორად იქცა რელიგიური მარკერი („ოსმალოს ქართველების“ დიდი ნაწილი ისლამზე იყო მოქცეული), მაგრამ „ოსმალოს“ და „რუსეთის“ საქართველოს გამთლიანების პროცესს დიდად შეუწყო ხელი სისხლით ნათესაობის, საზიარო ისტორიული მეხსიერების, სახელოვან გმირთა კულტის, სულიერი სიმდიდრის შესახებ ხსოვნამ. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართულმა ბეჭდურმა მედიამ. ქართული ინტელიგენცია ინტენსიურად აქვეყნებდა პუბლიკაციებს მედიის ფურცლებზე, რათა ერთი მხრივ, თანაგრძნობა გაეღვივებინა ქართულ საზოგადოებაში და დიდი ეროვნული საქმისთვის კონსოლიდაცია მოეხდინა, მეორე მხრივ ეჩვენებინა მკითხველებისთვის თუ რამდენად მკვიდრად ცოცხლობდა იდენტობრივი მარკერები „ოსმალოს ქართველებში“. აღნიშნული აქტივობანი მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ეროვნული გრძნობის გაღვივება-გაძლიერებას და ახლადშემოერთებული ისტორიული მიწა-წყლის დანარჩენ საქართველოსთან კულტურული გამთლიანების პროცესს.

იმპერიალისტური სახელმწიფოების სასაზღვრო დავამ XIX საუკუნის 70-იან წლებში დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის იმპერიული საზღვრების ფორმირებაზე. ყალიბდება ახალი ადმინისტრაციული, რელიგიური, ეთნო-კულტურული, სოციალური და პოლიტიკური საზღვრები. აღნიშნული მოვლენები მტკივნეული პროცესებით მიმდინარეობდა და განაპირობა ეროვნული მოძრაობის გაძლიერება, ეროვნული იდენტობის გადარჩენისათვის საერთო დარაზმულობა, რომელმაც მიიყვანა ქართული საზოგადოება ეროვნულ თავისუფლებამდე.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-06

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კატეგორიები