ტერიტორიული და სოციალური ჯგუფების სალოცავებთან და საკულტო რიტუალებთან დაკავშირებული  საკითხები ქართველი ხალხის ტრადიციულ კულტურაში(საველე-ეთნოგრაფიული წყაროების მიხედვით)

ავტორები

  • ნუგზარ მგელაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

სალოცავი, საკულტო რიტუალი, იახსარი, კოპალა, პატრონიმიული ორგანიზაცია, გენეალოგიური ჯგუფი

ანოტაცია

ქართველი ხალხის სულიერ კულტურაში მრავალფეროვანი რწმენა-წარმოდგენების ნაკადი ფიქსირდება, რომლებიც უმეტესწილად წინაპრის კულტთან და პატრონიმიული ორგანიზაციის სალოცავთა საკრალიზაციის პროცესთან იყო დაკავშირებული. ამასთან, ქართველი ხალხის წარმართულ რელიგიურ პანორამაში სხვადასხვა ტიპის კულტები იკვეთება, ვლინდება მათი რეგიონული და ლოკალური თავისებურებები. ტერიტორიულ და იდეოლოგიურ ჯგუფთა კულტები ბევრ ადგილას გენეალოგიური ნათესაობის პრიზმაში ტრადიციული მენტალობით გაიზრებოდა და პატრონიმიულ ხასიათს ატარებდა. არაერთ კულტს საფუძვლად ედო საერთო წარმოშობის იდეა, რომელიც სხვადასხვა კუთხის ტრადიციულ ქართულ საზოგადოებებში სოციორელიგიურ ჯგუფში ინტეგრაციის დომინანტურ ფაქტორს წარმოადგენდა და პერსონიფიცირების შედეგად იდეოლოგიური ერთობის ნიშნებს ატარებდა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-06

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კატეგორიები