სკოპცების რელიგიური სექტა (XIX საუკუნის 40-50-იანი წლები)
საკვანძო სიტყვები:
რელიგიური სექტა, XIX საუკუნე, საქართველოს ისტორია, სკოპცებიანოტაცია
პირველი რუსი რასკოლნიკები, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ სკოპცები (ევნუხები, საჭურისები) იყვნენ. 1822 წლიდან სკოპცებს უმთავრესად რედუტ-კალეში და სოხუმში ასახლებდნენ. 1825 წლიდან მათ გზავნიდნენ მდინარე რიონთან მდებარე სოფელ მარანში დასასახლებლად. მალე აქ თავი მოუყარეს 0.3 ათასამდე კაცს. სკოპცების ერთი ჯგუფი შემდეგში დაასახლეს სოფელ კოდორში. მათ დაევალათ სამხედრო ტვირთისა და ამუნიციის ტრანსპორტირება ყულევიდან (რედუტკალედან) რიონით-მარანამდე. ამ მძიმე შრომამ და მრავალგვარმა გაჭირვებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა, რადგან მათ სექტანტურ შეხედულებათა შესაბამისად მოხდენილი კასტრაციის გამო სკოპცების ბუნებრივი გამრავლება არ ხდებოდა.
1855 წელს მარანსა და კოდორში ჩასახლებული სკოპცების რაოდენობა განახევრდა. ცოტა ხანში კი საერთოდ შეწყვიტა არსებობა.
სექტა აქტიურად მოქმედებდა რუსეთში საუკუნე ნახევრის განმავლობაში და, მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დროს იქნა განადგურებული.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .