ილია მაქარაშვილის წერილები ნინო ჟურულისადმი

ავტორები

  • გიორგი სოსიაშვილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ილია მაქარაშვილი, ნინო ჟურული, საარქივო მასალები, XIX საუკუნე, საქართველო

ანოტაცია

გენერალ-ლეიტენანტ ილია მაქარაშვილის წერილები ნინო ჟურულისადმი ინახება საქართველოს ხელოვნების სასახლეში, კერძოდ, კულტურის ისტორიის მუზეუმში. მაქარაშვილების და ჟურულების არქივი, მათ შორის ილია მაქარაშვილის ბარათები მომავალი მეუღლის, ნინო ჟურულისადმი ერთხანს, ილია მაქარაშვილის ოჯახში იყო დაცული, მოგვიანებით, ილია მაქარაშვილის ქალიშვილმა, ირინა მაქარაშვილმა, მაქარაშვილების ქონება, მათ შორის სოფელ არბოში არსებული საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთი  ილია მაქარაშვილის ძმას კონსტანტინე მაქარაშვილის შვილთაშვილს მერაბ მაქარაშილს (გარდ. 2023 წ.) უანდერძა, რომელმაც ჟურულების და მაქარაშვილების  არქივი(მათ შორის მდიდარი ფოტო-მასალა) საქართველოს ხელოვნების სასახლეს გადასცა. როგორც მივუთითებდით, ილია მაქარაშვილს ერთობ საინტერესო სამხედრო კარიერა ჰქონდა. როგორც არტილერიის ჩინებულმა მცოდნემ გენერლობამდე სამხედრო მომზადების ყველა საფეხური გაიარა. ილია მაქარაშვილს თავდავიწყებით უყვარდა თავისი მომავალი მეუღლე, იმ დროისთვის ცნობილი საზოგადო მოღვაწის, დურმიშხან ჟურულის ასული ნინო, რასაც სამხედრო მომზადების ბაზიდან ნინოსადმი გაგზავნილი ილია მაქარაშვილის წერილებიც ცხადყოფს. ბარათების დიდი ნაწილი მათ დაქორწინებამდე დაწერილი, ზოგიერთი მათგანი კი ქორწინების შემდეგ. წერილების უმეტესობა ალექსანდრეპოლსა (დღევ. გიუმრი) და ჯელალოღლიში (დღევ. სტეფანავანი) დაწერილი. ამ ორი ცნობილი ადამიანის პირადი ურთიერთობის დეტალების გარდა, სასიყვარულო ტექსტებში ბევრი საინტერესო ცნობაა შემონახული იმ დროის გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების, სამხედრო პირების, შესახებ. გარდა ამისა, ილია მაქარაშვილის წერილები, XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ბევრ ნაკლებად ცნობილ დეტალს წარმოაჩენს, რაც მკითხველისთვის, ვფიქრობთ, რომ საინტესო იქნება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-06

გამოცემა

სექცია

საარქივო მასალების პუბლიკაცია