პეტრე ბუტკოვი 1783-1784 წლებში კავკასიაში არსებული მდგომარეობის შესახებ

ავტორები

  • დავით მერკვილაძე დამოუკიდებელი მკვლევარი ავტორი
  • ერეკლე ხუციშვილი დამოუკიდებელი მკვლევარი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

პეტრე ბუტკოვი, კავკასია, სამხედრო ისტორია, საქართველო, ისტორიული წყარო

ანოტაცია

რუსეთის არმიის გადამდგარმა ოფიცერმა პეტრე ბუტკოვმა (1775-1857) შეაგროვა კავკასიისა და მისი მეზობელი ქვეყნების ისტორიისთვის დიდი რაოდენობით მასალა და წარმოადგინა ფუნდამენტური ნაშრომის სახით. იგი გამოქვეყნდა ავტორის გარდაცვალების შემდეგ, 1869 წელს, სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიაში ამ მიზნით შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ: მასალები კავკასიის ისტორიისთვის 1722-1803 წლებში ორ ტომად.

ნაშრომი შეიცავს უამრავ მნიშვნელოვან მონაცემს მე-18 საუკუნის კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიით დაინტერესებული მკვლევარებისთვის. „ქართული წყაროთმცოდნეობის“ ამ ნომერში წარმოგიდგენთ ბუტკოვის ნაშრომის ნაწილის ქართულ თარგმანს, რომელიც განიხილავს კავკასიაში 1783-1784 წლებში არსებულ ვითარებას და რუსეთის ხელისუფლების გეგმებს მის ზოგიერთ ქვეყანასთან მიმართებაში. ამ ნაწილის შესაბამის თავებში ავტორი ძირითადად საუბრობს ქართლ-კახეთის სამეფოზე, იმერეთის სამეფოსა და ტარკის შამხალათზე.

ტექსტის ქართული თარგმანი დავით მერკვილაძემ და ერეკლე ხუციშვილმა შეასრულეს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-06

გამოცემა

სექცია

წყაროთა თარგმანი და წარდგინება