ადგილობრივთა აღქმა ევროპელი კათოლიკე მისიონერების მიერ საქართველოში (XVII-XVIII საუკუნეებში)
ანოტაცია
საქართველოში კათოლიკე მისიონერები განსაკუთრებით აქტიურობდნენ XVII-XVIII საუკუნეებში. ისინი წერდნენ ვრცელ მოხსენებებს ქართველთა რელიგიურ და საერო ცხოვრებაზე. სწორედ ეს წყაროებია გაანალიზებული სტატიაში. როგორც წესი, მისიონერები კარგად ფლობდნენ ქართულს. აქედან გამომდინარე, ქართველებსა და ევროპელ ბერებს შორის ენობრივი ბარიერის არარსებობამ დიდად შეუწყო ხელი ერთმანეთზე ადეკვატური შთაბეჭდილებების ჩამოყალიბებას.
სტატიაში, ერთი მხრივ, განხილულია კათოლიკე მისიონერების აღქმა ქართველების შესახებ და, მეორე მხრივ, ქართველების დამოკიდებულება მათ მიმართ. ეს ურთიერთობები ჰეტეროგენული იყო და შეიძლება დროდადრო იცვლებოდეს, თუმც შეიძლება ითქვას, რომ მათ ურთიერთქმედებას უფრო დადებითი შინაარსი ჰქონდა, რაც შესაბამისი მაგალითებით შეიძლება დადასტურდეს.
კათოლიკე ბერები საქართველოში უმეტესწილად ძალიან უბრალო ენით აღწერდნენ არსებულ მდგომარეობას, რომელშიც უწევდათ ცხოვრება. ისინი ცდილობდნენ არ გამოეჩინათ ამპარტავნება ან სიძულვილი სხვადასხვა სახის მოძალადეების, დამნაშავეებისა და ცოდვილების მიმართ, რადგან ეს ბუნებრივია, საზიანო იქნებოდა და შეაფერხებდა მათ მისიას. ამიტომ ისინი განსაკუთრებულად ცდილობდნენ დადებითი წვლილი შეეტანათ ქვეყნისა და ადგლიობრივთა ცხოვრებაში. ქართველების თანაგრძნობა, პატივისცემა და დახმარების ხელი ჩანს მისიონერების საქმიანობის თითქმის ყველა მიმართულებით: ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა (ააგეს ხიდები და შენობები), ავადმყოფთა მკურნალობა, საგანმანათლებლო საქმიანობა (როგორც ცნობილია პირველი ქართულენოვანი წიგნი დაიბეჭდა რომში იტალიელი ბერების მიერ).
მისიონერებმა აღწერეს საქართველოში არსებული პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და რელიგიური ვითარება. ცხადია, ისინი ამჩნევდნენ სხვადასხვა სახის გადაცდომებსა და დარღვევებს საერო თუ რელიგიურ სფეროებში, რომელთა აღმოფხვრასა და გამოსწორებასაც შემდგომ ცდილობდნენ. მათი შრომა ქართველმა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმაც კი დააფასეს, რისი მაგალითებიც მოყვანილია სტატიაში.
მისიონერებს კარგი სასულიერო და საერო განათლებაც ჰქონდათ, რაც აშკარად გამოიკვეთა ქართველ სასულიერო პირებთან სასულიერო დისკუსიების დროს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .