ფარამონ ბლანშარის ცნობები საქართველოს შესახებ “L'Illustration, Journal Universel”-ის ფურცლებზე (1857-1858)

ავტორები

  • ირინე ნაჭყებია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ფარამონ ბლანშარი, L'Illustration, ყვარელი, თბილისი, ნათლისღების დღესასწაული

ანოტაცია

ფრანგი მხატვარი, ლითოგრაფი, მწერალი და ილუსტრატორი, Henri Pierre Léon Pharamond Blanchard (1805-1873) 1856 წელს მიწვეული იყო რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე II-ს (1855-1881) კორონაციაზე. იგი კარგად მიიღეს იმპერატორის კართან დაახლოებულმა სამოქალაქო თუ სამხედრო პირებმა და შედეგად, 1856-1859 წლებში იგი რუსეთის ორ დედაქალაქში მიმდინარე ყველა ღირსშესანიშნავ მოვლენას თუ ზეიმს დაესწრო, რაც კარგად ჩანს 1857-1858 წლებში ფრანგულ ყოველდღიურ პოპულარულ გაზეთში L'Illustration, Journal Universel გამოქვეყნებული ცხრამეტი წერილიდან. 1856 წლის შემოდგომაზე კავკასიის ახლად დანიშნულმა მეფისნაცვალმა, გენერალმა ბარიატინსკიმ ფრანგი მხატვარი საქართველოში მიიწვია და მათ მოსკოვიდან თბილისამდე ერთად იმგზავრეს. 

ფარამონ ბლანშარის ცნობები საქართველოს შესახებ L'Illustration-ის 1857 წლის ორ და 1858 წლის ერთ ნომერშია მოცემული. პირველ წერილში, სათაურით „ლეკების ხაზი“, მოცემულია ცნობები ყვარლის, გულბაათ ჭავჭავაძის მასპინძლობის, წინანდლისა და თელავის შესახებ. მეორე წერილში „საქართველო. – თბილისი“ ფრანგი მხატვარი აღწერს თელავიდან თბილისამდე განვლილ გზას, შემოდგომის მდიდრული ფერებით მორთულ კახეთის ბუნებას, შუამთის ეკლესიას, გზის მდგომარეობას და თბილისის დახასიათებას. დაწვრილებით გადმოგვცემს თავად ბარიატინსკის შესვლას ქალაქში, ასახელებს მის შესახვედრად მისულ ქართველ თავადებს, სამხედრო შენაერთებს, მოსახლეობის მიერ მის დახვედრას, მის პატივსაცემად გამართულ მეჯლისებსა და წმინდა გიორგის დღესასწაულს. მესამე წერილში „წმინდა ნათლისღების დღესასწაული. იორდანე. 6/18 იანვარი თბილისსა და სანქტ-პეტერბურგში“, აღწერილია ნათლისღების დღესასწაულის აღნიშვნა თბილისში. სამივე წერილი ილუსტრირებულია.

სტატიაში წარმოვადგენთ ფარამონ ბლანშარის პირველი წერილის – „ლეკების ხაზი“ და მესამე წერილის – „წმინდა ნათლისღების დღესასწაული“ ფრაგმენტების, ხოლო მეორე წერილის „საქართველო. – „თბილისი“ სრულ თარგმანებს კომენტარებითურთ. თვითმხილველი ფარამონ ბლანშარის ცნობები მეტად ძვირფასი წყაროა იმჟამად თბილისში მიმდინარე მოვლენების შესასწავლად. ეს მასალა პირველად ქვეყნდება.  

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-06

გამოცემა

სექცია

წყაროთა თარგმანი და წარდგინება

კატეგორიები