გარუსებული „კაზანოვა“ ქართლ-კახეთის სამეფოში

ავტორები

  • ირაკლი ფაღავა კავკასისს უნივერსიტეტი; გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ქართლ-კახეთი, XIX საუკუნე, რუსეთის იმპერია, ალექსანდრ პიშჩევიჩი, მემუარული ლიტერატურა

ანოტაცია

ნაშრომის მიზანია ქართლ-კახეთის სამეფოსა და ქართველებზე რუსეთის არმიის ოფიცრის, ალექსანდრე სიმეონის ძე პიშჩევიჩის (1764-1820) ცნობების დახასიათება და ანალიზი. ეს ცნობები ძირითადად პიშჩევიჩის მემუარებშია თავმოყრილი (გამოაქვეყნა ნილ პოპოვმა 1885 წელს). რუსეთის იმპერიაში ალექსანდრეს სერბი მამა ჩამოვიდა; შვილი კი უკვე გარუსებული გაიზარდა; მოგონებებში დიდი ადგილი ავტორის „ინტიმურ გამარჯვებებს“ ეთმობა, რითაც ისინი ჯაკომო კაზანოვას Histoire de ma vie -ს მოგვაგონებს. პირობითად, ალექსანდრე პიშჩევიჩsaც გარუსებულ „კაზანოვად“  მოვიხსენიებთ. პიშჩევიჩმა 1784 წლის შემოდგომაზე რამდენიმე კვირა ქართლ-კახეთის სამეფოში გაატარა, პირადად მიიღო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში ლეკების წინააღმდეგ. ქართველებს რუსეთის იმპერიაშიც ხვდებოდა. მისი მემუარები (და სხვა ნაწერები) ქართველოლოგისთვის საინტერესო არაერთ ცნობას შეიცავს. ალექსანდრე პიშჩევიჩის ქართველოლოგისთვის საინტერესო ცნობები შეიძლება დაიყოს რამდენიმე კატეგორიად: 1) კარტოგრაფიული მემკვიდრეობა (რომელიც აქამდეც შეუსწავლიათ); 2) ინფორმაცია ქართლ-კახეთის სამეფოზე, პირადი შთაბეჭდილებების საფუძველზე; ეს არის ალექსანდრე პიშჩევიჩის მემუარების, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი; 3) ინფორმაცია რუსეთის იმპერიაში მოღვაწე ქართველებზე; 4) ინფორმაცია რუსეთის იმპერიის შინაგანი მდგომარეობის შესახებ, იმ პერიოდში, როდესაც ეს სახელმწიფო ქართული სახელისუფლებლო ელიტის მიზიდულობის ეპიცენტრი გახდა; 5) სერბი პიშჩევიჩის, როგორც სამაგალითო უცხოტომელის, – გარუსების ასახვა. ნაშრომში აღნიშნული ცნობები დაწვრილებით არის განხილული. შეფასებულია მათი სანდოობაც, რომელსაც აკნინებს ავტორის ერთი მხრივ მოჭარბებული გატაცება საკუთარი ინტიმური (რეალური თუ გამოგონილი) გამარჯვებების გადმოცემით; მეორე მხრივ კი ეგოცენტრიზმი და ფუქსავატობა. ამასთანავე, თვალში საცემია ავტორის გულღიაობა და პირდაპირობაც. მოყვანილია მსჯელობა, რომლის ძალითაც აღნიშნული თავისებურებების გათვალისწინებით, პიშჩევიჩის მოწოდებული ინფორმაცია სარწმუნოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-06

გამოცემა

სექცია

წყაროთა თარგმანი და წარდგინება

კატეგორიები