ახალი სამოქალაქო საზოგადოების დაბადება საქართველოში

ავტორები

  • ლადო მირიანაშვილი დამოუკიდებელი მკვლევარი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

The Birth of a New Civil Society in Georgia

ანოტაცია

ნაშრომი ეხება საქართველოში ბოლო დროს წარმოქმნილ ახალ რეალობას. 2024 წლის აპრილსა და მაისში საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები გაიმართა რუსული კანონის მსგავსი, უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელმაც შეზღუდა დამოუკიდებელი მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი აქტივისტები. შემოთავაზებული კანონპროექტის გამო რამდენიმე შეტაკება მოხდა სპეცრაზმთან. მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დროს, ჩვენ მოწმენი გავხდით ახალი ქართული სამოქალაქო საზოგადოების დაბადებისა, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისაგან შედგება. ისინი დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ, არ იცნობენ ტოტალიტარული საბჭოთა რეჟიმის ჩაგვრის შესახებ. მათ არაფერი უშლით ხელს, ჰქონდეთ ოფიციალური პირების მოსაზრებებისაგან განსხვავებული შეხედულებები, მოაწყონ ერთობლივი მსვლელობები საქართველოს დემოკრატიული მომავლის დასაცავად.

საქართველოში გამართულმა საპროტესტო აქციებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა თაობას არა მხოლოდ უყვარს თავისი ქვეყანა და თავისუფალია ცრურწმენებისგან, არამედ ავლენს ევროპული ტიპის დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების ნიშნებს. პოსტსაბჭოთა საქართველოს საზოგადოებას აკლდა თანაგრძნობა, ხოლო ახალმა თაობამ გამოავლინა უზარმაზარი თანაგრძნობა და თანადგომა სამოქალაქო საზოგადოების ყველა წევრის მიმართ. ისინი ეხმარებიან გაჭირვებულებს და დახმარებას და მხარდაჭერას უწევენ ყველას, მათ შორის სპეცრაზმის წევრებს.

ვინაიდან ახალგაზრდები წარსულში პოლიტიკურად აქტიურები არ იყვნენ და არჩევნებში არ მონაწილეობდნენ, მთავრობა მათ პოლიტიკური თვალსაზრისით სერიოზულად არ აღიქვამდა. შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ყველაფერი შეიცვალა და საქართველოს ახალგაზრდა თაობა სერიოზულ ძალად იქცა, რომელიც არასდროს შეეგუება მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების უგულებელყოფას. მათი სახით დაიბადა ახალი ქართული სამოქალაქო საზოგადოება, რითაც გზა გაეხსნა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისა და ქართველი ხალხის ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვას.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-06

გამოცემა

სექცია

თვალსაზრისი