ანუხვის მონასტრის არტეფაქტების ისტორიული მნიშვნელობა

ავტორები

  • ლია ახალაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ანახვი, მონასტერი

ანოტაცია

ნაშრომის მიზანია აფხაზეთში, გუდაუთის მთისწინეთში მდებარე სოფელ „ანახვის“ მონასტრის კულტურულ-ისტორიული ღირებულებისა და მასში დაცული არტეფაქტების შესწავლა. ეს ნივთების ნაწილი ანუხვის ნანგრევებიდან შემორჩა. ბევრ მათგანს აქვს ისტორიული შინაარსის ძველი ქართული ასომთავრული წარწერები, რომლებზეც გამოსახულია ვაზის ორნამენტები ყურძნით და ქართული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ჩუქურთმები. ვენახი საქართველოში სიცოცხლის ხედ ითვლება და ხშირად გვხვდება როგორც უძველეს არქიტექტურულ ძეგლებზე, ასევე ქვის პატარა რელიეფებზე, ფრესკებსა და ჭედურ ​​ნივთებზე. ვენახის ორნამენტი აქტიურად გამოიყენება შუა საუკუნეების ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების ქვის ფილებზეც.

მონასტრის ისტორიაზე მოგვითხრობს XI-XIV საუკუნეების ქართული ასომთავრული წარწერები, რომლებითაც ერთგვარად შეგვიძლია დავაზუსტოთ ტაძრის აგების ისტორიას, დამაარსებელთა ვინაობა და მისი ხელახალი განახლებისა და აღდგენის ისტორია შემდეგ ეპოქებში. წარწერების შინაარსიდან ირკვევა, რომ XI საუკუნეში ტაძრის მაშენებელი იყო ადგილობრივი ფეოდალური სახლის წინამძღვარი გიორგი ბასილისძე და მისი ძმები თევდორე, დემეტრე და მერკილე. ძმებმა მამის ხსოვნისათვის და საკუთარი სულის საოხად ჯერ წმინდა ჯვარი აღმართეს, შემდეგ კი წმინდა გიორგის ეკლესია. ამავე ტაძარში აღმოჩენილი გვიანდელი წარწერების მიხედვით, XIV საუკუნეში, მორიგი განახლებისას ტაძარს მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის სახელი ეწოდა.

არსებული ნივთებისა და ეპიგრაფიკული მასალის პალეოგრაფიული ანალიზი ცხადყოფს, რომ მონასტერი „აინახვისა“ იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო ცენტრი და არ ჩამოუვარდებოდა საქართველოს ეკლესიის ისეთ აღიარებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებს, როგორებიცაა მოქვი, ლიხნი, ბედია და სხვა.

 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-12-21

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კატეგორიები