არქივები

  • GSS cover

    ქართული წყაროთმცოდნეობა
    ტომ. 25 (2023)

    მკითხველებს ვთავაზობთ ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ ახალ, XXV ტომს. 
    ჩვენი ჟურნალი კვლავაც მრავალფეროვან მასალას წარმოუდგენს სამეცნიერო საზოგადოებას. სტატიები განაწილებულია რამდენიმე სექციაში. ესენია: ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები, ისტორიოგრაფია, საარქიოვო მასალების პუბლიკაცია, წყაროთა თარგმანი და წარდგინება, კომენტარები, წიგნების მიმოხილვა, ქრონიკა, ინფორმაცია, ხსოვნა. ჯამში სამ ათეულზე მეტი წერილი ქვეყნდება ჟურნალის ამ ნომერში. როგორც კვლევითი, ასევე სამეცნიერო ცხოვრების ამსახველი საინფორმაციო სტატიები გამდიდრებულია ფოტო მასალით. ავტორები არიან ჰუმანიტარიის სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები, როგორც დამოუკიდებელი მკვლევრები, ისე სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.
    ვიმედოვნებთ, რომ სამეცნიერო საზოგადოება ინტერესით გაეცნობა ჟურნალის ამ ნომერს.

  • ქართული წყაროთმცოდნეობა
    ტომ. 24 (2022)

    მკითხველებს ვთავაზობთ ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ ახალ, XXIV ტომს.

    ჩვენი ჟურნალი კვლავაც მრავალფეროვან მასალას წარმოუდგენს სამეცნიერო საზოგადოებას. სტატიები განაწილებულია რამდენიმე სექციაში. ესენია: ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები; ისტორიოგრაფია; საარქივო მასალების პუბლიკაცია; წყაროთა თარგმანი და წარდგინება; კომენტარები; თვალსაზრისი; წიგნების მიმოხილვა; ქრონიკა; ინფორმაცია; ხსოვნა. ჯამში ოთხ ათეულზემეტიწერილიქვეყნდებაჟურნალისამნომერში.აქედანდაახლოებითნახევარი კვლევითი ხასიათის სტატიაა. როგორც კვლევითი, ასევე სამეცნიერო ცხოვრების ამსახველი საინფორმაციო სტატიები გამდიდრებულია ფოტომასალით. ავტორები არიან ჰუმანიტარიის სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები, რომლებიც ათეულზე მეტ უნივერსიტეტსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს წარმოადგენენ.

    ვიმედოვნებთ, რომ სამეცნიერო საზოგადოება ინტერესით გაეცნობა ჟურნალის ამ ნომერს.

  • ქართული წყაროთმცოდნეობა
    ტომ. 23 (2021)

    მკითხველებს ვთავაზობთ ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XXIII ტომს.

    როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ჟურნალი მოცულობითია და წარმოადგენს თემატურად და ქრონოლოგიურად ძალიან მრავალფეროვან მასალას.

    ჟურნალი იხსნება განყოფილებით „მილოცვა“. სარედაქციო კოლეგია საიუბილეო თარიღებს ულოცავს ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამ თანამშრომელს, სამ ქალბატონს. რომლებიც ჟურნალის დიდი გულშემატკივარნი და მისი ერთგული მკითხველები არიან.

    მილოცვას მოსდევს განყოფილება „ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები“, რომელშიც წარმოდგენილია ცხრა, ხოლო მომდევნო განყოფილებაში „საერთაშორისო პრეზენტაცია“ წარმოდგენილია სამი სტატია.

    ორი სტატია იბეჭდება მომდევნო განყოფილებაში „თეორია ისტორიულ კვლევაში და ისტორიოგრაფია“.

    ამას მოსდევს განყოფილება „წყაროთა თარგმანი და წარდგინება“, რომლის მიზანია უცხოურ წყაროთა მონაცემები გააცნოს ქართველ მკვლევრებს. აქ ქვეყნდება სამი სტატია.

    მომდევნო განყოფილებაა „საარქივო მასალების პუბლიკაცია“. აქ იბეჭდება მასალა ორი ღვაწლმოსილი მეცნიერის პირადი არქივიდან.

    განყოფილება „თვალსაზრისი“ წარმოდგენილია ერთი სტატიით, რომელშიც საუბარია ქართულ აკადემიურ სივრცეში მომხდარი ერთი საგანგაშო ფაქტის შესახებ.

    განყოფილება „წიგნების მიმოხილვა“ მკითხველებს აწვდის ინფორმაციას ოთხი სამეცნიერო წიგნისა და ორი ახალი სამეცნერო პერიოდული გამოცემის გამოსვლის შესახებ. განყოფილებაში „ქრონიკა“ ქვეყნდება თერთმეტი სტატია. მათში გაშუქებულია სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმი, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

    განყოფილებაში „ინფორმაცია“ წარმოდგენილია საინტერესო მასალის შემცველი ორი მოკლე სტატია, ხოლო განყოფილება „ინტერვიუ“ ბეჭდავს ინფორმაციას საზღვარგარეთ გამომავალ ქართველოლოგიურ ჟურნალში დაბეჭდილი ერთი გამოკვლევის შესახებ.

    სამწუხაროდ, ამჯერადაც აქვს ჟურნალს განყოფილება „ხსოვნა“, სადაც ახლახან შესვენებულ ორ ძვირფას კოლეგას მივაგებთ პატივს.

    ჟურნალი სრულდება „გზამკვლევით ავტორთათვის“, რომელიც განახლებულია.

    როგორც ვხედავთ, ნაწილი ზემოთ აღნიშნული განყოფილებებისა ტრადიციულია ჩვენი ჟურნალისათვის, ნაწილი სახეცვლილია, ნაწილი კი სრულიად ახალია. მასალის სხვადასხვა განყოფილებებში განაწილება და სარედაქციო კოლეგიის მუდმივი ზრუნვა ამ განყოფილებათა რაოდენობის გასამრავლებლად, იმით იხსნება, რომ არც ერთი ფაქტი, რომელიც უკავშირდება საქართველოში ისტორიული და, უფრო ფართოდ, ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას, არ დარჩეს ჟურნალის ყურადღების მიღმა.

    გამოქვეყნებული კვლევითი სტატიების თუ საინფორმაციო წერილების თემატიკა და ქრონოლოგია მრავალფეროვანია, ავტორები წარმოადგენენ საქართველოს და საზღვარგარეთის სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების თანამშრომლებს, აგრეთვე, დამოუკიდებელ მკვლევრებს, სტუდენტებს.

    ჩვენი ჟურნალის წინამდებარე ნომერი, ვფიქრობთ, კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართული წყაროთმცოდნეობა“ არის ნამდვილად საერთო ეროვნული მნიშვნელობის სამეცნიერო მედია საშუალება, რომელიც თავს უყრის ჰუმანიტარებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.