შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია (2024)

ავტორები

  • სოფიო ქადაგიშვილი თსუ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი ავტორი

ანოტაცია

2024 წლის 20 დეკემბერს თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებამ წლის საქმიანობა ტრადიციული სამეცნიერო კონფერენციით დაასრულა. იმ წლის კონფერენცია წმინდა ქეთევან დედოფლის წამების 400 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში მაკა ნაჭყებიამ წარადგინა თავისი წიგნი „ქეთევან დედოფალი ქართულ და ევროპულ ლიტერატურასა და XVII-XVIII საუკუნეების ისტორიულ წყაროებში“. წინა წლების მსგავსად, მონაწილეთა უმრავლესობას ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები წარმოადგენდნენ, თუმცა ორგანიზატორებმა რამდენიმე მომხსენებელი სხვა დაწესებულებებიდანაც მიიწვიეს. კონფერენციას უძღვებოდა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების ხელმძღვანელი მარიამ ჩხარტიშვილი. გახსნის შემდეგ მონაწილეებსა და მსმენელებს სიტყვით მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი ჭეიშვილმა. მან მიმოიხილა განყოფილების წლიური საქმიანობა და დამსწრეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა. წლების განმავლობაში ეს სამეცნიერო ფორუმი სულ უფრო მეტად იზიდავს და აერთიანებს სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრის მკვლევრებსა და მსმენელებს. მათი თანამშრომლობა თაობათა შორის სამეცნიერო მემკვიდრეობითობასა და ღირებულ აკადემიურ დიალოგს უწყობს ხელს. იმედი გვაქვს, ეს ტრადიცია მომავალშიც შეინარჩუნებს მნიშვნელობას და ფართო საზოგადოებას მნიშვნელოვანი კვლევითი შედეგებით წარუდგება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-08-17

გამოცემა

სექცია

ქრონიკა