აღმოსავლეთ ქრისტიანული და არმენოლოგიური კვლევების საზაფხულო სიმპოზიუმი (2025, 19-20 ივნისი)

ავტორები

  • მარიამ ჩხარტიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თსუ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი ავტორი

ანოტაცია

არმენოლოგიური კვლევების მესროპის ცენტრმა, MLU-ის აღმოსავლური ქრისტიანობისა და ბიზანტინისტიკის ინსტიტუტთან ერთად, 2025 წლის 19 და 20 ივლისს გამართა საზაფხულო სიმპოზიუმი „აღმოსავლეთ ქრისტიანული და არმენოლოგიური კვლევები“. ფორუმი შეეხებოდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის კულტურულ, რელიგიურ, სოციალურ, პოლიტიკურ და ისტორიულ კავშირებს; მისასალმებელი იყო ქართულ-სომხური ინტერდისციპლინური კვლევებიც. სამეცნიერო ფორუმი გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა სიმპოზიუმის ორგანიზატორმა, პროფესორმა კორნელია ჰორნმა, რომელმაც იდეების გაცვლისა და მონაწილეთა დაახლოებისათვის ხელსაყრელი სამუშაო გარემო შექმნა. მომხსენებლები ძირითადად სომხეთის სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებიდან იყვნენ, ასევე მონაწილეობდნენ მკვლევრები ბრაზილიიდან, საქართველოდან, იტალიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სიმპოზიუმს ონლაინ მონაწილეებიც ჰყავდა. ორდღიანი პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო. ღონისძიება მოიცავდა შვიდ სექციას შემდეგ თემებზე: სომხეთის ისტორია და იდენტობა; გენდერული კვლევები და ქალთა ისტორია; სომხური ხელოვნება; შუა საუკუნეების სომხური ხელნაწერი კულტურა; ქრისტიანული ახლო აღმოსავლეთი; შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერი კულტურა; ევროპა და სომხეთი. თითოეულ მოხსენებას ვრცელი დისკუსია მოჰყვებოდა, რაც სიმპოზიუმის ნაყოფიერ მუშაობას უწყობდა ხელს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-08-17

გამოცემა

სექცია

ქრონიკა