ახალი წიგნი საქართველოს დედაქალაქზე
ანოტაცია
2020 წლის 11 იანვარს თბილისის საკრებულოს ისტორიულ დარბაზში გაიმართა ოთარ ჯანელიძის, ალექსანდრე დაუშვილისა და მირიან ხოსიტაშვილის წიგნის „თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი. თბილისი 1918-1921 წლებში“ პრეზენტაცია. გამოცემა მომზადდა თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ღონისძიებას თან ახლდა არქივებსა და წიგნთსაცავებში გამოვლენილი ნაკლებად ცნობილი ფოტოდოკუმენტების გამოფენა. წიგნი ახალი საარქივო მასალის, პერიოდიკისა და მემუარების საფუძველზე აღწერს დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას, ურბანულ განვითარებას, ტრანსპორტს, კულტურულ გარემოსა და სხვა სოციალურ ასპექტებს.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2026-08-17
გამოცემა
სექცია
ქრონიკა
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .